ლანა ღოღობერიძე – 92

© courtesy of House of Writers of Georgiaლანა ღოღობერიძე
ლანა ღოღობერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლანა ღოღობერიძე არის რეჟისორი, პოეტი, მხატვარი, მთარგმნელი, დიპლომატი, წლების განმავლობაში დაკავებული იყო პოლიტიკური საქმიანობით.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ცნობილ რეჟისორს ლანა ღოღობერიძეს, რომელმაც ქართულ კულტურას სიცოცხლეშივე ღრმა კვალი დაამჩნია, დღეს 92 წელი შეუსრულდა.

ლანა ღოღობერიძის მოღვაწეობა რამდენიმე სფეროს მოიცავს. ის არის რეჟისორი, პოეტი, მხატვარი, მთარგმნელი, დიპლომატი, წლების განმავლობაში დაკავებული იყო პოლიტიკური საქმიანობით.

ლანა ღოღობერიძე - Sputnik საქართველო
ლანა ღოღობერიძე: თუკი რაიმეთი საინტერესო ვართ მსოფლიოსთვის ეს ჩვენი ხასიათია

ლანა ღოღობერიძე 1928 წელს დაიბადა თბილისში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე. 1954 წელს მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1957 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

მისი პირველი მხატვრული ფილმი იყო „ერთი ცის ქვეშ“. 1975 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსთაველის თეატრის რეჟისორთა სტუდიას. 1988 წლიდან კი „ქართული ფილმის“ დირექტორი იყო.

მისმა მხატვრულმა და დოკუმენტურმა ფილმებმა რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა. გახლავთ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1980), სან-რემოს (1979), ტოკიოს (1987), ბერლინის (1993) და სხვა კინოფესტივალების პრემიების ლაურეატი.

კადრი ლანა ღოღობერიძის ფილმიდან „ოქროს ძაფი - Sputnik საქართველო
ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი" დიდ ეკრანებზე გამოდის

1992 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 1999–2006 წლებში იყო საქართველოს ელჩი ევროკავშირში. 2004 წელს კი დაინიშნა საფრანგეთში საქართველოს ელჩად.

ლანა ღოღობერიძე ორი წლის წინ თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

ღოღობერიძეს ნათარგმნი აქვს უოლტ უიტმენის, თაგორის, ვერლენის, ახმატოვას, პასტერნაკის ლექსები. ავტორია მონოგრაფიისა უოლტ უიტმენის შესახებ.

ლანა ღოღობერიძეს გადაღებული აქვს ფილმები: „მე ვხედავ მზეს“, „ფერისცვალება“, „როცა აყვავდა ნუში“, „აურზაური სალხინეთში“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „დღეს ღამე უთენებია“, „ორომტრიალი“, „ვალსი პეჩორაზე“, „ოქროს ძაფი“.

ყველა ახალი ამბავი
0