იყალთოში ავტოავარიას მამაკაცი ემსხვერპლა – მძღოლი მიიმალა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი მოტეხილობებითა და ტრავმული შოკით გადაიყვანეს. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 37 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზის საპირისპირო მხარეს გადასვლას ცდილობდა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
მატანში ავტოავარიამ 20 წლის ახალგაზრდა იმსხვერპლა : დაშავებულთა შორის ბავშვები არიან

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი მოტეხილობებით და ტრავმული შოკით გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობითი დაზიანება, განვითარდა სისხლდენა და პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0