ევროპის საბჭო პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობით ინტერესდება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenkoსტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში არსებულ ციხეებში ამჟამად 9,3 ათასი პატიმარია.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ევროპის საბჭომ საქართველოში 600 ათასი ევროს ღირებულების პროექტი დაიწყო, რომელიც პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების სექტორების დახმარებისკენაა მიმართული, ნათქვამია საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის განცხადებაში. 

საპყრობილე - Sputnik საქართველო
ბათუმის ციხე  კორონავირუსის პანდემიის გამო ყაზარმულ რეჟიმზე გადადის

პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების შემდგომ გაუმჯობესებაში. მასში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას. პროექტი ხელს შეუწყობს პატიმრებისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად ხარისხიანი შიდა მექანიზმის შექმნას.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და პროფილური სამოქალაქო ორგანიზაციები. საქართველოში აღნიშნული პროექტი ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და გაგრძელდება 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

პროექტი ეყრდნობა მანამდე განხორციელებული ისეთი პროექტების ფარგლებში შეძენილ გამოცდილებას, როგორიცაა „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ (2010-2017) და პროექტი „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ (2018-2019).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყნის ციხეებში ამჟამად 9,3 ათასი პატიმარია.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. დღეს 1949 წელს დაარსებული ორგანიზაციის შემადგენლობაში 47 სახელმწიფოა. ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

ყველა ახალი ამბავი
0