„საქმიანი ეზოები“ – საქართველოში ხეტყის დამზადების პრაქტიკაში ცვლილებებია

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხის მოჭრა
ხის მოჭრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, ცვლილებების შედეგად ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტო ხეტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის, სოციალური ჭრები კი ეტაპობრივად გაუქმდება, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხეტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. საქმიან ეზოებში.

სასჯელი გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო გამკაცრდა>>

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „საქმიანი ეზო“ საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყობა.

„აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხეტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ინიციატივის ფარგლებში დედოფლისწყაროში უკვე მოეწყო „საქმიანი ეზო“. დედოფლისწყაროში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

„მისი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ. საქმიანი ეზოს მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს“, – აღნიშნა იური ნოზაძემ.

უწყების ცნობით, „საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია 12 ობიექტზე. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად – მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.

ყველა ახალი ამბავი
0