მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„არალეგიტიმური პრეზიდენტი“: ევროკავშირი ლუკაშენკოსთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

© BelTa / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია
ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
მანამდე დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ უკვე დაუწესეს სანქციები ალექსანდრ ლუკაშენკოს, მის ვაჟსა და ასევე რიგ მაღალი თანამდებობის პირებს.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის საბჭო მზადაა შემდგომი სანქციები დაუწესოს ბელარუსულ ორგანიზაციებს, მაღალი თანამდებობის პირებსა და თავად პრეზიდენტ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, „თუ სიტუაცია არ გამოსწორდება“, ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
ალექსანდრ ლუკაშენკო: „შესაძლოა ცოტა მეტხანს მომივიდა პრეზიდენტობა“
„საბჭო მტკიცედ გმობს ძალადობას, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მიმართავს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და მოუწოდებს მათ, გაათავისუფლონ ყველა დაკავებული პირი, პოლიტიკური პატიმრების ჩათვლით“, — ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ამასთან ევროკავშირში დააზუსტეს, რომ მზად არიან „გაააქტიურონ პოლიტიკური მონაწილეობა, დარგობრივი თანამშრომლობა და ფინანსური დახმარება“ ბელარუსის მიმართ, თუ ქვეყნის ხელისუფლება „პატივს სცემს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს“.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ სანქციები უკვე დაუწესეს ალექსანდრ ლუკაშენკოს, მის ვაჟსა და ასევე მთელ რიგ ბელარუს ძალოვნებს.

ბელარუსსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად, ზედიზედ მეექვსედ, ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა. ოპოზიციამ ქვეყნის არჩეულ ლიდერად სვეტლანა ტიხანოვსკაია მიიჩნია და ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები წამოიწყო. ევროკავშირი არ ცნობს ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

ყველა ახალი ამბავი
0