KFC-ს შემწვარი წიწილის ორიგინალური რეცეპტი დეტალურად

CC BY-SA 2.0 / Marufish / KFCKFC - შემწვარი წიწილა კენტუკურად
KFC - შემწვარი წიწილა კენტუკურად - Sputnik საქართველო
კომპანია KFC 1940 წლიდან დღემდე საგულდაგულოდ მალავდა რეცეპტს, რომელიც ჰარლანდ სანდერსმა შექმნა და რომელმაც მრავალჯერ ხელმოცარულ კაცს საბოლოოდ მილიარდები მოუტანა.

ალბათ მიხვდით, საუბარია Kentucky Fried Chicken-ზე, ანუ „შემწვარ წიწილაზე კენტუკიდან“. 

მაგრამ ორიოდ წლის წინ სანდერსის ძმისშვილმა ბიძის მეორე ცოლის ჩანაწერებში „მსოფლიოში ყველაზე გემრიელად შემწვარი წიწილის“ საიდუმლო რეცეპტი იპოვა და გაზეთ Chicago Tribune-ს გაუმხილა, რომელმაც საკუთარ ფურცლებზე გამოაქვეყნა „11 ბალახისა და სუნელის“ ორიგინალური რეცეპტი. 

დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავად მოამზადოს წიწილა კენტუკურად.

© Flickr / syah fizanstუგემრიელესად შემწვარი წიწილა კენტუკურად
KFC-ს შემწვარი წიწილის ორიგინალური რეცეპტი დეტალურად - Sputnik საქართველო
უგემრიელესად შემწვარი წიწილა კენტუკურად

დაიმახსოვრეთ

წიწილის მარინადში ჩალბობის დრო: 20-30 წთ.

შეწვის დრო: 15-18 წთ.

ქვემოთ მოცემული რეცეპტი ოთხ ულუფაზეა გათვლილი.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 2/3 სუფრის კოვზი მარილი
  • 1/2 სუფრის კოვზი გამხმარი ბეგქონდარას ფოთლები
  • 1/2 სუფრის კოვზი გამხმარი რეჰანის ფოთლები
  • 1/3 სუფრის კოვზი თავშავას გამხმარი ფოთლები
  • 1 სუფრის კოვზი ნიახურის მარილი
  • 1 სუფრის კოვზი დაფქული შავი პილპილი
  • 1 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვი
  • 4 სუფრის კოვზი წიწაკა
  • 2 სუფრის კოვზი ნივრის მარილი (მიიღება მარილისა და ნივრის ფხვნილის შერევით)
  • 1 სუფრის კოვზი დანაყილი კოჭა (ანუ ჯანჯაფილი, იგივე „იმბირი“)
  • 3 სუფრის კოვზი დანაყილი თეთრი წიწაკა
  • 1 ჭიქა უცხიმო ნაღები
  • 1 ათქვეფილი კვერცხი
  • 1 წიწილა — დაჭრილი; მკერდი იჭრება შუაზე, რათა თანაბრად დაიბრაწოს;
  • დაბალი მჟავიანობის ზეთი (უმჯობესია კანოლა — კანადური ზეთი).

მომზადების წესი:

ერთ ჭურჭელში შეურიეთ ფქვილი და ყველა სუნელი ერთმანეთს.

მეორე ჭურჭელში შეათქვიფეთ კვერცხი და ნაღები და მიღებულ მასაში ოთახის ტემპერატურაზე 20-30 წუთით ჩადეთ დაჭრილი წიწილა.

ამოიღეთ წიწილა მარინადიდან და დააცადეთ, სანამ ზედმეტი ნაღები ჩამოიწურება.

ამოავლეთ წიწილის ნაჭრები ფქვილისა და სუნელების ნარევში ყველა მხრიდან, დავდოთ ცხაურზე (რკინის ბადეზე) და დავაცადოთ 20 წუთი.

ამასობაში სქელკედლებიან, ღრმა ქვაბში 7-8 სმ-ზე ჩაასხით ზეთი და გააცხელეთ საშუალოდ მაღალ ცეცხლზე 175°-მდე. ტემპერატურის გასაკონტროლებლად სამზარეულოს თერმომეტრი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

როცა ტემპერატურა 175°-ს მიაღწევს, ცეცხლს დაუწიეთ.

აიღეთ წიწილის 3-4 ნაჭერი და ჩაუშვით ქვაბში. წვით 15-18 წუთის განმავლობაში, სანამ მოოქროსფრო-მოყავისფრო ქერქს არ გაიკეთებს. ამ ხნის განმავლობაში ნაჭრები უნდა გადაატრიალოთ მხოლოდ ერთხელ.

როცა შეიწვება, ამოიღეთ და ქაღალდის ხელსახოციან თეფშზე დადეთ, რათა ზედმეტი ცხიმი შეიშროს. 

ასეთია კვების სფეროს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საიდუმლო რეცეპტი, რომლის ასლიც — რაღა თქმა უნდა, პოლკოვნიკ სანდერსის ხელმოწერით — კომპანიის შტაბ-ბინაში ინახება ლუისვილში, კენტუკის შტატში.

გემრიელად მიირთვით!
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური