თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავში მაშველებმა მდინარე მტკვარში 13 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
შეტყობინება მოზარდის მდინარეში გადავარდნის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაახლოებით ერთი საათის წინ მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში ჯებირიდან გადავარდა, საძიებო სამუშაოებში 20-მდე მეხანძრე-მაშველი და მყვინთავი მონაწილეობდა, ბიჭს მტკვარში ასევე ექოლოტის საშუალებითაც ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.