გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა? ადმინისტრაცია ინფორმაციას უარყოფს

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა.

უწყების განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ცოტა ხნის წინ, ცალკეულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დეზინფორმაციაა და ასეთი პიროვნება მთავრობის ადმინისტრაციაში ან პრემიერის დაცვაში არავინ მუშაობს. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურში.

ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ყველა ახალი ამბავი
0