Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე ძველი თბილისით მოიხიბლა - ნახეთ რას აქვეყნებს სპორტსმენი

© courtesy of Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი სპორტსმენის გერმანელი საცოლე საქართველოდან წასვლას როგორც ჩანს, აღარ აპირებს. ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს შარლოტა

ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს უკვე გააცნო და გოგონა რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ცნობილი ჩოგბურთელის ცხოვრებას.

მას შემდეგ, რაც ყოფილ ცოლზე ნეკა დოროყაშვილზე შესაძლო ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკოლოზი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, შარლოტამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ჩოგბურთელთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ წყვილი პიკნიკზე იმყოფებოდა. ცოტა ხნის წინ კი შარლოტამ ძველი თბილისის ფონზე ფოტო გამოაქვეყნა. „ვცდილობ უფრო ლამაზი ადგილი აღმოვაჩინო, ვიდრე ეს ძველი თბილისია“, - წერს აღფრთოვანებული სპორტსმენი.

ბასილაშვილის პირადი ცხოვრება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც. ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ყველა ახალი ამბავი
0