Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თქვენ არ იყო, ერთმანეთს მიწაში რო დებდით?“ - ასე მიულოცა ხატია სიჭინავამ დედამთილს იუბილე

© Photo: Khatia Sichinava / FBხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე
ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ ბევრს ახსოვს რძალ-დედამთილს შორის დაპირისპირება, რომელიც საჯარო სივრცეში მიმდინარეობდა. ხატიამ და მისმა დედამთილმა სოციალურ ქსელში ერთმანეთს ბევრი უსიამოვნო ფრაზა დაუწერეს

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ყოფილმა ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ დედამთილს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა, რითაც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის გაკვირვება გამოიწვია.

„თქვენ არ იყო, ერთმანეთს მიწაში რო დებდით და წყევლიდით, თუ არასწორად მახსოვს? გილოცავთ“, - უწერს კომენტარებში ხატია სიჭინავას ქალი. მოგვიანებით სიჭინავამ კომენტარი წაშალა.

View this post on Instagram

#familyphoto

A post shared by ხატია (@katiesihinava) on

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

View this post on Instagram

#mygirls 💜

A post shared by ხატია (@katiesihinava) on

რამდენიმე წლის წინ, სანამ სიჭინავას დედამთილი „ფეისბუქის“ სწორად გამოყენებას ისწავლიდა, გაირკვა, რომ ჟურნალისტს დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ამ ამბავს დიდი ხნის მანძილზე განიხილავდა სრულიად ინტერნეტ-სივრცე და აღარც ხატიას დაუმალავს წყენა.

View this post on Instagram

დღეს 5 თვის გავხდით 💙

A post shared by ხატია (@katiesihinava) on

მაშინ დედამთილმა ხატია საჯაროდ დაწყევლა კიდეც და განაცხადა, რომ მაშინ გაუბედურდა, როცა ხატია მის ოჯახში შევიდა. დედამთილმა რძალს წარსულიც შეახსენა არაკორექტულ კონტექსტში. ხატიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მიუხედავად ბევრი მცდელობისა, დედამთლთან ურთიერთობა ვერ დაალაგა, თუმცა ამას ხალხში მალავდა.

თუმცა ბოლოს რამაზ ნოზაძის დედას შეურიგდა და ახლა გადასარევი ურთიერთობა აქვთ, იმდენად, რომ რძალ-დედამთილი სერიალებსაც ერთად უყურებს.

ყველა ახალი ამბავი
0