დოკუმენტში საუბარია ჩატარებული PCR-ტესტების რაოდენობაზე, ინფიცირებულთა რიცხვზე, მათ სქესზე, ასაკსა და სიმპტომებზე, რაც პაციენტებს ჰოსპიტალიზაციამდე გამოუვლინდათ.
გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია იმ გართულებებზე, რომელიც პაციენტებს ინფიცირების შემდეგ გამოუვლინდათ. ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას დეტალურად გაეცანით „Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში.
10 ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 11271 გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6119, გარდაიცვალა 78.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.