აზერბაიჯანელი მინისტრი სომხეთს „მწარე შედეგებს“ ჰპირდება

© photo : press-service of MFA of Russia / გადასვლა მედიაბანკშიჯეიჰუნ ბაირამოვი
ჯეიჰუნ ბაირამოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც  ძალაში 10 ოქტომბრის 12 საათიდან შევიდა, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოხდა

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჰუმანიტარული რეჟიმისა, სომხეთი პროვოკაციებს განაგრძობს, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვზე დაყრდნობით.

მთიანი ყარაბაღი - Sputnik საქართველო
ბაქო შეთანხმებას შირმად იყენებს: ყარაბაღი განცხადებას ავრცელებს
„თუ სომხეთი არ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მწარე შედეგებს შეეჯახება“, — განაცხადა ბაირამოვმა.

შეგახსენებთ: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც  ძალაში 10 ოქტომბრის 12 საათიდან შევიდა, რუსეთის ფედერაციის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოხდა. მხარეები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ამ ორგანიზაციის კრიტერიუმების შესაბამისად, გაცვლიან ტყვეებს, სხვა დაკავებული პირება და ასევე დაღუპულთა ცხედრებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0