Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სამი წელი ნუცას გარდაცვალებიდან რთული იყო...“ – მაია ასათიანის დამ ინტერვიუს დროს იტირა

© Facebook / Tokshow profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია ასათიანმა გაამხილა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ ორჯერ სცადა თავის მოკვლა. ნახეთ რას ჰყვება მისი და ამ პერიოდზე.

მაია ასათიანი 11 წელია ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემა „პროფილის“ ავტორი და უცვლელი წამყვანია, რომელიც ქართული მედია-ბაზრის ერთ-ერთი უალტერნატივო გადაცემაა. მაია კარიერის დასაწყისს ხშირად იხსენებს და ამბობს, რომ ეკა ხოფერიას ზარებით ხშირად აწუხებდა, რათა „კურიერში“ დაეწყო მუშაობა. მაშინ ეკა ხოფერია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

პოზიტიურმა ჟურნალისტმა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე აქტიურობა სულ რამდენიმე ხნის წინ დაიწყო. ვირტუალური ქსელის მეშვეობით ოჯახის წევრების სურათებს ხშირად აქვეყნებს. 43 წლის წარმატებული ქართველი ჟურნალისტი ცდილობს „ფოლოვერებს“ ცხოვრების დეტალები გაუზიაროს და დაანახოს, რომ მოწყენის დრო არ არის.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მისი სოციალური ქსელი ხშირად საყვარელი ძაღლებისა და კატების ვიდეოებით არის სავსე. ცნობილი ტელესახე მათთან ერთად ცხოვრობს. ბოლო პერიოდის მანძილზე მაიამ უამრავი ტკივილი გადაიტანა. მას დიდი ტრაგედიის გადალახვაში ოჯახის წევრები – ორი და და დედა ეხმარებოდნენ.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

სწორედ მისმა დამ, ვერონიკა კალანდარიშვილმა ისაუბრა „პროფილთან“ ინტერვიუში იმ მძიმე პერიოდზე, რომელიც ოჯახმა მაიას შვილის გარდაცვალების შემდეგ გაიარა. მაია ასათიანმა რამდენიმე დღის წინ გაამხილა, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ თვითმკვლელობა ორჯერ სცადა. გოგონამ ამაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა და თითქმის მთელი ინტერვიუს დროს ტიროდა. ვერონიკას გარდა მაიას მეორე დაც ჰყავს, მას ნანუკა ჰქვია.

ყველა ახალი ამბავი
0