ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 225-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5553 ადამიანი

 

თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი  დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი. 

პაციენტი - Sputnik საქართველო
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ნაყოფი მუცლადყოფნისას დაეღუპა

მოსწავლის დაინფიცირების წყარო, ჯერჯერობით,  უცნობია. ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

სკოლის დირექტორის, სოფიო ქუთათელაძის განცხადებით, მოსწავლე სკოლაში გუშინ არ მისულა. ინფიცირებულის კლასელებსა და მასწავლებლებს Covid-ტესტი უკვე ჩაუტარდათ – პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლამ სასწავლო პროცესი 12 კალენდარული დღით შეწყვიტა და სწავლების ონლაინ–რეჟიმზე გადავიდა. მოსწავლის კლასელები და პედაგოგები კი, თვითიზოლაციაში არიან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 225-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5553 ადამიანი, გარდაიცვალა – 66, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1338 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0