ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დემარკაციის საქმე: კომისიის წევრებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დემარკაციის კომისიის ორივე დაკავებული წევრი ბრალს არ აღიარებს და ბრალმდებლებს დილეტანტებს უწოდებს.

თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ტერიტორიის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემაში ბრალდებულებს - ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეარჩია პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც ხელმძღვანელობდა ბრალის სიმძიმით და ასევე იმით, რომ ბრალდებულებს ქვეყნის დატოვება შეეძლოთ.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
ზალკალიანი: ბაქო ინფორმირებულია დავით-გარეჯის ირგვლივ ახალი გარემოებების შესახებ

პირველი არხის ინფორმაციით, სასამართლო დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა, ბრალდებულები თავის ბრალს არ აღიარებენ.

„არსად გაქცევას და მიმალვას არ ვაპირებ, ვერც გაქცეული და ვერც სადმე მყოფი მე ამისთანა ბრალდებები ვერ მცვლის... ვერც ციხე ვერ გამტეხს, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები, ჩემს უკან ოჯახია, წინაპრები და ის, რომ ქართველი ვარ“,- განაცხადა მელაშვილმა.

მან თავის ბრალმდებლებს დილეტანტები უწოდა და აღნიშნა, რომ მუშაობის დროს დანაშაული არ ჩაუდენია.

არ ეთანხმება ბრალდებას არც ნატალია ილიჩევა, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან ნაპოვნი რუკა თარიღდება არა 1938, არამედ 1936 წლით და მისი გამოყენება არ შეიძლებოდა, რადგან საქართველოს თავისი ტერიტორიები შეეძლო დაეკარგა.

„ჩვენთვის ძალიან უცხოა ბრალდება, რაც წაგვიყენეს“, - განაცხადა ილიჩევამ.

რადიკალი ისლამისტები - Sputnik საქართველო
მოსაზრება: მთიანი ყარაბაღი შესაძლოა „მექად“ იქცეს ტერორისტებისთვის

პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიისთვის რუკების შედგენისას ბრალდებულებმა არ გამოიყენეს 1938 წლის რუკა და გამოიყენეს არასწორად შედგენილი 1970 წლის რუკა, რის შედეგად საქართველოს შეეძლო დაეკარგა 3,5 ჰექტარი ტერიტორია კომისიის მიერ შეთანხმებულ 13 მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

ყველა ახალი ამბავი
0