კვეკვესკირი: „ბრძოლა მოვიგეთ - ომი წინ არის“

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEნიკა კვეკვესკირი და ვიტალი ლიზაკოვიჩი. საქართველო-ბელარუსი
ნიკა კვეკვესკირი და ვიტალი ლიზაკოვიჩი. საქართველო-ბელარუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისკენ გუნდთან და ქომაგებთან ერთად პირველი ნაბიჯი გადადგა

თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა თავისი გუნდის გამარჯვებაზე ბელარუსთან 1:0 უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში, რომელიც თბილისში ჩატარდა.

„ვულოცავ მთელს საქართველოს ამ გამარჯვებას. ბრძოლა მოვიგეთ, ომი წინ არის. ევროპის ჩემპიონატისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგით გუნდთან და ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივართან ერთად. ისინი სტადიონზე უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ახლა რთულია რაღაცის თქმა, მოზღვავებული ემოციები გვაქვს ყველას. მთავარი იყო, მიგვეღწია გამარჯვებისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს კვეკვესკირმა.

„დასასრული დაძაბული იყო“ - ვაისმა ქართველების გამარჯვებაზე ისაუბრა >>

შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც შეხვედრის მე-7 წუთზე პენალტი შეასრულა.

ტურნირის ფინალში, რომელიც ასევე თბილისში 12 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონია - კოსოვის წყვილის გამარჯვებულს - ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება.

ფინალის გამარჯვებული მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0