„არარეალურია“ – მარგველაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის შეთავაზებულ წინანდადებაზე

© photo: Giorgi Margvelashvili / FBგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მხარეებისთვის მოლაპარაკებების გასამართად თბილისის შეთავაზება სწორი ნაბიჯი იყო.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების თბილისში გამართვა შესთავაზა, თუმცა თავად ამ შესაძლებლობას ის სკეპტიკურად უყურებს.

„ეს დიდი რისკია“ – გახარიამ ყარაბაღთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა>>

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრიდან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. არის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ორივე მხარეს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი მზადაა ეუთოს მინსკის ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლოს

„შეთავაზება რომ უნდა ყოფილიყო პრემიერისგანაც და პრეზიდენტისგანაც, ეს სწორი ნაბიჯია. სამი ქვეყანა ვართ ამ რეგიონში და შენ ყოველთვის უნდა შეეცადო, რომ მშვიდობისმყოფელის როლი ითამაშო. სწორი ნაბიჯია მათგან შეთავაზება. შეთავაზებას რომ ვერ გამოეხმაურებოდნენ, ესეც რეალობაა, იმიტომ რომ მოლაპარაკების აქტორები ამ საერთაშორისო კონტექსტში არიან არა მარტო აზერბაიჯანი და სომხეთი, რეალურად უფრო ფართოა არეალი ამ გეოპოლიტიკური თამაშის და მასში არიან თურქეთიც და რუსეთიც და მათი შეხვედრა საქართველოში, სამწუხაროდ, არარეალისტურად მეჩვენება. თუმცა, უნდა გაეკეთებინათ ასეთი განცხადებები პრეზიდენტსაც და პრემიერსაც“, – განაცხადა მარგველაშვილმა PalitraNews-ის ეთერში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებების თბილისში გამართვა შესთავაზა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანაში უეთოს მინსკის ჯგუფს უმასპინძლოს, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0