ენდელაძე: თბილისში კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, საჭიროა სიფრთხილე

გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე თბილისში კორონავირუსის შემთხვევებზე საუბრობს
ენდელაძე: თბილისში კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, საჭიროა სიფრთხილე
„ძალიან საყურადღებოა, სიფრთხილე გვჭირდება, თბილისში იმატებს შემთხვევები, ჯერ არ არის დრამატული, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. იცით, რომ პირველ სექტემბრამდე სულ 1 510 ინფიცირებული იყო, თვენახევარიც არ არის გასული და უკვე 8 000-ს ასცდა. აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები, სიფრთხილე გვჭირდება. სხვა რეგიონებში შემთხვევები შემცირდა. ერთადერთი მატება ამ ეტაპზე შეიმჩნევა თბილისში, ასეთი დიდი ქალაქისთვის 134 ბევრი არ არის, მაგრამ უნდა ვიყოთ ყურადღებით“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად აჭარასა და თბილისს უკავშირდება.

ყველა ახალი ამბავი
0