თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონში ერთმანეთს შეეჯახა ავტობუსი და სატვირთო, რომელსაც სამხედრო ვერტმფრენი გადაჰყავდა.
შეჯახების ფაქტი თავის Facebook-გვერდზე ატვირთა ოპოზიციონერმა ირაკლი აბესაძემ.
ტელეარხ Formula TV-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავდა.
შსს-ში შეჯახების ფაქტი დაადასტურეს, პოლიციამ დააფიქსირა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მუხლით „მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც მსუბუქი დაზიანება გამოიწვია“.