პუტინი: რუსეთს სომხეთის წინაშე აქვს სამოკავშირეო ვალდებულებები და არა ყარაბაღისა

© photo: Sputnik / Alexey Nikol'skiy / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი მზადაა, კვლავაც შეასრულოს სამოკავშირეო ვალდებულებები სომხეთის მიმართ, მაგრამ საომარი მოქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს, განაცხადა პუტინმა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ სომხეთის ხელისუფლებას არანაირი შეკითხვა არ აქვს რუსეთთან სამოკავშირეო ვალდებულებების თაობაზე, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ ტელეარხ Россия 24-ზე დაყრდნობით, რომელსაც ინტერვიუ მისცა პუტინმა.  

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
ვლადიმირ პუტინმა მთიანი ყარაბაღის მოვლენები შეაფასა

პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ყოველთვის ასრულებდა, ასრულებს და კვლავაც შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რომლებიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში აქვს სომხეთის წინაშე.

„მაგრამ საომარი მოქმედებები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ დრომდე გრძელდება, სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს“, — განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მუდმივ კავშირზეა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რომელსაც სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით „არანაირი კითხვა არ გასჩენია“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. მსხვერპლი არის ორივე მხარეს.

ყველა ახალი ამბავი
0