ილია ფილფანის ოჯახი შვილის ძებნაში დახმარებისთვის 50 000 ლარის ჯილდოს აწესებს

გამოწერა
НовостиTelegram
გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაკარგულ მოზარდს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ. აღნიშნული ინფორმაცია ინტერპოლის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის ოჯახი ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ფულად ჯილდოს აწესებს, განაცხადა ილია ფილფანის დედამ ქსენია ფილფანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

განცხადება დაკარგული ილია ფილფანის ძებნის შესახებ - Sputnik საქართველო
ილია ფილფანს უკვე ინტერპოლი ეძებს

ილია ფილფანი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ის მამის ნათესავებთან სვანეთში, სოფელ ლენჯერში სტუმრად იმყოფებოდა. ბიჭის ახლობლებმა პოლიციას მეორე დღეს მიმართეს.

ოჯახის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მოზარდს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ, საქმეში ინფორმაცია ნაკლებია. 

„ინფორმაციის ნაკლებობა ძებნის სამუშაოებს აფერხებს. ამიტომ გვსურს ძებნაში დახმარებისთვის გამოვაცხადოთ ჯილდო. თუ იცით, სად არის ამჟამად ბიჭი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, 50 ათასი ლარი გადავიხადოთ. ინფორმაციისთვის, რომელიც დაგვეხმარება ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში, ჩვენ ვთავაზობთ ჯილდოს – 30 ათასი ლარის ოდენობით“, – განაცხადა ქსენია ფილფანმა.

ამასთან, ოჯახის წევრები ავრცელებენ საკონტაქტო ინფორმაციას: +995 555 14 51 31; +995 551 66 66 68; WhatsApp: +7 701 720 30 51; E-mail: pilpani@mail.ru; Facebook: Рогальд Пилпани, Ксения Пилпани; Instagram: kseniya_pilpani.

„ჩვენ ვიძლევით კონფიდენციალურობის გარანტიას და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი ოჯახი თქვენ დევნას არ დაიწყებს”, – განაცხადა ქსენია ფილფანმა.

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან სოფელ ლენჯერში, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0