თბილისი, 7 ოქტომბერი ― Sputnik. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნავთობსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს, წერს საკუთარ Twitter-ზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმეთ გაჯიევი.
Armenia fired cluster rocket to Baku-Tbilisi-Jeyhan pipeline. In vicinity of Yevlakh reg.rocket landed 10 meters away from BTC pipeline.300+ Cluster bomblets eject around. No damage to pipeline. ANAMA is in operation. Desperate attempts of Armenia to attack energy infrastructure pic.twitter.com/E7vgDsEQws
— Hikmet Hajiyev (@HikmetHajiyev) October 6, 2020
გავრცელებული ინფორმაციით შეტევა დაახლოებით 21:00 საათზე განხორციელდა ნავთობსადენის მონაკვეთზე, რომელიც ევლახის რაიონზე გადის.
„სომხეთმა კასეტური რაკეტა ესროლა ნავთობსადენ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს“, რომელიც ევლახის რაიონის ტერიტორიაზე, ნავთობსადენიდან ათ მეტრში ჩამოვარდა. გარშემო 300-ზე მეტი კასეტური ბომბი გაიფანტა. ნავთობსადენი არ დაზიანებულა“, ― წერს გაჯიევი.
მომხდარს ადასტურებენ აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაშიც. როგორც უწყებაში განაცხადეს, „ტერორის ეს მცდელობა აზერბაიჯანული არმიის მტკიცე ზომების შედეგად აღიკვეთა“.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბაქოს განცხადებას ნავთობსადენზე შეტევის თაობაზე.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი — 1768 კმ სიგრძის ნავთობსადენი, რომლის მეშვეობითაც გადაუმუშავებელი ნავთობი კასპიის ზღვიის საბადოდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე გადის. ნავთობსადენის პროექტის განხორციელება დაიწყო 1998 წლის 29 ოქტომბერს, როდესაც ანკარაში ხელი მოეწერა დეკლარაციას. ხელმომწერები იყვნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი და უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი, აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის ბილ რიჩარდსონის თანდასწრებით. ნავთობსადენის მშენებლობას სათავე დაედო 2002 წლის 18 სექტემბერს.