განათლების მინისტრმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

© courtesy of Mikheil Chkhenkeliმიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მასწავლებლის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 5 ოქტომბერს აღინიშნება. ეს არის ყველა მასწავლებლის, პედაგოგისა და განათლების სფეროში დასაქმებულთა პროფესიული დღე. 

თსუ - Sputnik საქართველო
ლექტორის შეურაცხყოფის გამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტუდენტი გარიცხეს

„5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორის დღეა! მინდა გულითადად მოგილოცოთ ეს დღე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით მომავალი თაობების აღზრდაში. თითოეულ თქვენგანს, თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით, უდიდესი წვლილი შეგაქვთ უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში.

თქვენი შრომა, ღვაწლი და ამაგი განსაკუთრებით გამოჩნდა პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისას“, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.ბოლო მონაცემებით, საქართველოს საჯარო სკოლებში 55,7 ათასზე მეტი მასწავლებელი მუშაობს.

საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. განათლების რეფორმა ოთხ წელზეა გათვლილი. იგი ხუთ მიმართულებას მოიცავს – სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. უწყებისთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანასა და გამოწვევას წარმოადგენს პედაგოგის პრესტიჟის ამაღლება და ამ სფეროთი რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის დაინტერესება.

ყველა ახალი ამბავი
0