14 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია: რა ვითარებაა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

გამოწერა
კოკისპირულმა წვიმამ 1 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი გამოიწვია, რომელმაც სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი იმსხვერპლა, მათგან სამი ერთი ოჯახის წევრია, ორი კი სოფლის გზაზე ავტომობილით მიმავალი ორი პირი.

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ახალშენში 14 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

მეწყერი ხელვაჩაურში - Sputnik საქართველო
სტიქია აჭარაში: მეწყერში მოყოლილების ძებნა გრძელდება

სოფელში მეწყრული პროცესი უხვი ნალექის გამო სამი დღის წინ განვითარდა. ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის შიდა გზის გაწმენდას და ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას მოითხოვს.

კოკისპირულმა წვიმამ 1 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი გამოიწვია, რომელმაც სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი იმსხვერპლა, მათგან სამი ერთი ოჯახის წევრია, ორი კი სოფლის გზაზე ავტომობილით მიმავალი ორი პირი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უამინდომის შედეეგად  მეწყრული პროცესი 200-მდე ლოკაციაზე განვითარდა.

ყველა ახალი ამბავი
0