წინანდალში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი  ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას „მერსედერსის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა

 

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა სოფელ წინანდალში დაახლოებით ერთი საათის  წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას „მერსედერსის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა. ქვეითად მოსიარულე ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0