თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. თემქაზე, ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილი ორი ადამიანის ცხედარი შუახნის ცოლ-ქმარს ეკუთვნის, რომელთა გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია გახდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
უბედური შემთხვევა თბილისში დღეს საღამოს მოხდა.
თემქაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი დაიღუპა>>>
ადგილობრივი მცხოვრებლებლების განცხადებით, სადარბაზოში ბუნებრივი აირის სუნი ორი დღის განმავლობაში იდგა. დღეს კი მათ მიმართეს გაზგამანაწილებელ კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy), სწორედ კომპანიის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ცხედრები.
კომპანიის წამომადგენლის თქმით, აღნიშნულ ბინაში ისინი გამოძახებაზე რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდნენ, თუმცა მაშინ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. მისივე ინფორმაციით, ბინაში საეჭვო აკუსტარულად დამზადებული დანადგარი იყო, რომელიც წინა გამოძახების დროს არ დაფიქსირებულა.
შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.