კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებლმა" პარტიული სიის პირველი ოცეული წარადგინა

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძეა, მეორე ნომრად კი თაკო ჩარკვიანი დასახელდა.

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. პარტია „ახალი საქართველოსა“ და ოპოზიციური კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და პარტია „კანონი და სამართლიანობის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ მიმდინარე წლის ივლისში დატოვეს და შექმნეს ახალი პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“. 

ვახტანგ კიკაბიძე - Sputnik საქართველო
ვახტანგ კიკაბიძე ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სიის სათავეშია

როგორც გიორგი ვაშაძემ  სიის წარდგენისას აღნიშნა, საარჩევნო სია დაკომპლექტებულია ქართული პოლიტიკისთვის როგორც ცნობილი, ისე უცნობი სახეებით, რომლებიც დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის აღმშენებლობაში.

„წარმოგიდგინეთ საქართველოს აღმშენებლობის, განახლების და საქმის მკეთებელთა გუნდს, ფულის მკეთებელთა გუნდის საპირწონედ. შესაბამისად, 31 ოქტომბერს ჩვენ გვექნება მარტივი არჩევანი: საქმის მკეთებელთა გუნდი „სტრატეგია აღმაშენებლის სახით" ან მმართველი პარტია „დამსხვრეული ოცნებების“ სახით",- განაცხადა  ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე იქნება, მეორე ნომრად კი თაკო ჩარკვიანი დასახელდა. პირველ ოცეულში არიან ეკონომისტები, იურისტები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და ა.შ.

გიორგი ვაშაძე ერთ-ერთია ექვსი მაჟორიტარობის კანდიდატიდან, რომელიც 30 პარტიის ოპოზიციურმა გაერთიანებამ წარმოადგინა. ის კენჭს ისნის საარჩევნო ოლქში იყრის. მმართველმა პარტიამ ამ ოლქში სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის კახი კახიშვილის კანდიდატურა წამოაყენა. გიორგი ვაშაძე ასევე არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც 57 პარტია და ორი ბლოკი იღებს მონაწილეობას. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში.

ყველა ახალი ამბავი
0