ცნობილი მოდელი, „მის საქართველო 2012“ პანდემიის შემდეგ სავარჯიშო დარბაზს დაუბრუნდა და რამდენიმე კილოგრამი მოიმატა. როგორც თამთას ახალ ფოტოებსა თუ ვიდეოებში ჩანს, მოდელი ნავარჯიშევი ტანით იწონებს თავს, რამდენიმე კილოგრამი მოიმატა და ძალიან უხდება.
View this post on InstagramᲒამოიძერწა😜💪 👉 პერსონალურ ვარჯიშთან და დისტანციურ პროოგრამასთან დაკავშირებით მომწერეთ პმ-ში✅
თამთა შედანია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, როგორც ჩანს, ქორწილს არ ჩქარობს. მისი რჩეული ინტერიერის დიზაინერი, 33 წლის სიმპათიური ბიჭი რატი რატიანი გახლავთ.
View this post on Instagram👉 Ძერწვა გრძელდება✅. 👉 Პეროსონალურ ვარჯიშეზე და დისტანციურ პროგრამაზე კითხვები მომწერეთ პმ-ში✅😊
რატი ყვითელი პრესის ფურცლებზე პირველად მაშინ მოხვდა, როცა ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილის გვერდით გამოჩნდა. რატიმ თებერვალში თამთას ფოტო გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე“ და დაწერა: „მან კი თქვა“.
მოდელმაც საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა რატის ფოტო და მას ქმარი უწოდა, თუმცა ახლა ეს ფოტოები ორივეს წაშლილი აქვს. როგორც თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, ერთმანეთი სრულიად შემთხვევით, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს და თავიდან ურთიერთობას მალავდნენ.
„საჯაროდ სიყვარულსაც ვუხსნიდი ხოლმე. ჩვენს თბილ ფოტოებს სულ ვდებ, ამით მინდა ჩემი სიყვარული გამოვხატო და ასევე, თუ ვინმე თაყვანისმცემელია, ვაგრძნობინო, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი მყავს“, – აცხადებს მოდელი. თამთასაც და რატისაც პირველი ქორწინებიდან მცირეწლოვანი გოგონები ჰყავთ.