საქართველო–ბელარუსის მატჩზე ადრე გაყიდული ბილეთები გაუქმდება

გამოწერა
ფეხბურთის ფედერაცია ხელისუფლებასთან გულშემატკივრების რაოდენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალის მატჩის ბილეთები საქართველო–ბელარუსის შეხვედრაზე, რომელიც თბილისში 26 მარტს უნდა გამართულიყო, ნათქვამია სფფ–ის განცხადებაში.

ქართველი გულშემატკივარი ტრიბუნებზე - Sputnik საქართველო
გულშემატკივარი საქართველო–ბელარუსის საფეხბურთო მატჩზე დასწრებას შეძლებს

გულშემატკივარს შეძენილი ბილეთის თანხის დაბრუნება შეუძლია ერთი თვის განმავლობაში – 3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, აღნიშნულია განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება სფფ–მ მას შემდეგ მიიღო, რაც უეფამ გულშემატკივრის სტადიონზე ნაწილობრივ დაბრუნების ნებართვა გასცა იმ მატჩებზე, რომლებიც უეფას ეგიდით ჩატარდება და ამასთან, თუ იქნება ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობა. ეს გადაწყვეტილება შემდეგ კვირაში შევა ძალაში, როდესაც ჩატარდება მატჩები ეროვნული გუნდების მონაწილეობით.

მატჩზე დასწრებას სტადიონის საერთო ტევადობიდან გამომდინარე, 30 პროცენტამდე გულშემატკივარი შეძლებს. ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ „დინამო არენა“ 55 ათას მაყურებელზეა გათვლილი, საქართველო–ბელარუსის მატჩზე დასწრება დაახლოებით 18 ათას ადამიანს შეუძლია.

საქართველოს ნაკრები. ოქრიაშვილი და ქვილითაია - Sputnik საქართველო
ვაისმა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობა ბელარუსთან მატჩისთვის დაასახელა

თუმცა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული წესების შესაბამისად, ამჟამად საქართველოში ღია სივრცეში გამართულ ნებისმიერ ღონისძიებას 200–ზე მეტი ადამიანი არ შეიძლება დაესწროს. როგორც სფფ–ში აღნიშნავენ, ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის სტრუქტურებთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავენ.

საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოცხადდება, ნათქვამია განცხადებაში.

უეფას ერთა ლიგის გასული სეზონის გათამაშების ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსს შორის თბილისში 8 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ხვდებიან ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს გუნდები. ფინალის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0