საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე დოლარის გატანას განაგრძობს

© Pixabay / pasja1000დოლარი
დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავალუტო ბაზრის დასასტაბილურებლად ეროვნულმა ბანკმა ექვს თვეში უკვე 15 აუქციონი ჩაატარა და 460 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა

თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარასკევს მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 20 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა დოლართან მიმართებით3,1929 GEL/$1 შეადგინა. 

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
ბიზნეს-ასოციაცია: ლარის გამყარების დინამიკა საწვავზე ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, ექვს თვეში ეროვნულმა ბანკმა 15 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 469,65 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა დაეცა ნიშნულამდე 3.4842 GEL/$1.

შაბათისთვის, 3 ოქტომბრისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა – 3,1975 GEL/$1.

მანამდე, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ გამოიყენებდა მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს. 

ლარის სხვადასხვა ნომინალის კუპიურები - Sputnik საქართველო
რატომ ყიდის ეროვნული ბანკი რეზერვებიდან დოლარს – კობა გვენეტაძის განმარტება

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0