პედოფილიაში ბრალდებულ 58 წლის მამაკაცს 13 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. ამის შემდეგ პროკურატურამ განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი და მამაკაცი, რომელსაც პედოფილიაში ედება ბრალი, დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. 

დაკავება - Sputnik საქართველო
მეზობლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 68 წლის მამაკაცი დააკავეს

მანამდე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რასაც პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის ზაფხულში ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის მამაკაცმა ხუთი წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

მამაკაცს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0