თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. არსებობს რამდენიმე ვარჯიში, რომელიც ასაკის გამო დაკარგული სიმაღლის დაბრუნებაში დაგეხმარებათ, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში რეაბილიტოლოგ-მასაჟისტმა დმიტრი სანდულმა.
35-40 წლის განმავლობაში ადამიანს შეიძლება სიმაღლეში 0,5 ან 1 სმ მოაკლდეს. ზოგადად მიიჩნევა, რომ ეს ხერხემლის კომპრესიის გამო ხდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმე მხოლოდ ეს არ არის. ირკვევა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ფეხები მოკლდება. და ამის მიზეზი მენჯ-ბარძაყის სახსრებში იმალება, რომლებშიც ფეხები ერთგვარად უკან შედის.
თუმცა, როგორც სანდული ამბობს, ამ პროცესის უკუქცევა და ძველი სიმაღლის დაბრუნება მაინც შესაძლებელია. ამისთვის გაჭიმვებისა და სპეციალური წრიული მოძრაობების კეთებაა საჭირო.
რეაბილოტოლოგმა დაასახელა ვარჯიშების კომპლექსი, რომლებიც რეგულარულად უნდა გაკეთდეს.
„პირველი ვარჯიში: უნდა დადგეთ სწორად, მოდუნდეთ და კუდუსუნი „ამოიძუოთ“. ამ დროს ავტომატურად აქტიურდება მუცლის კუნთები, იჭიმება წელი და ზურგი. ამგვარი „შეკუმშვები“ შეგიძლიათ ათჯერ გააკეთოთ“, — ამბობს ექიმი.
შემდეგი ვარჯიშია დახრა: უნდა მოადუნოთ წელი და ზურგი, რათა მალთაშუა დისკები კომპრესიისგან (ზეწოლისგან) გათავისუფლდეს. დუნდებით და რბილად იხრებით, ითვლით 5-10-მდე და სწორდებით. გააკეთეთ ეს ვარჯიში ასევე ათჯერ.
ამის შემდეგ უკვე შეიძლება ფეხების მენჯებიდან უკან გამოსაყვანი ვარჯიშების დაწყება:
დაეყრდენით ერთი ხელით კედელს ან სკამს და დაიწყეთ ფეხის ტრიალი — ხუთჯერ საათის ისრის მიმართულებით და ხუთჯერ — საწინააღმდეგო მიმართულებით. გააკეთეთ იგივე მოძრაობები მეორე ფეხითაც.
ამის შემდეგ დაწექით ზურგზე და მოხარეთ ფეხი. ქუსლი ქვემოთ გაზნიქეთ და დაიწყეთ წრიულ მოძრაობები ისე, თითქოს ცდილობთ, ქუსლი დუნდულებს შეახოთ. აკეთეთ ეს ვარჯიში ჯერ ერთი მიმართულებით, შემდეგ კი მეორეში მიმართულებით — ათ–ათჯერ.
„როდესაც ამ ვარჯიშს დაასრულებთ, წამოჯექით, გაშალეთ ფეხები შეძლებისდაგვარად განზე და ფრთხილად დაიწყეთ დახრა წინ, მერე კი ისევ გაიმართეთ. ამით იჭიმება ზურგი და ვმუშაობთ სახსრებზე“, — განმარტავს სანდული.
ექიმი–რეაბილიტოლოგი ირწმუნება, რომ თუ ამ ვარჯიშებს ყოველდღე გააკეთებთ, შედეგს ძალიან მალე მიიღებთ. ეს მოძრაობები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ზურგი დაიჭიმოთ და მენჯ–ბარძაყის სახსრები გაშალოთ, რის შემდეგაც ძველ სიმაღლეს დაიბრუნებთ.