ცნობილმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა გადაცემაში „შორენას ეფექტი“ პირველად ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც შვილი დაკარგა. მისი თქმით, ნუცას დაკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ, როდესაც სარკეში ჩაიხედა, იქიდან სრულიად შეცვლილი, გაჭაღარავებული, ძალიან გამხდარი ადამიანი უყურებდა, რომლის დანახვისას შეეშინდა კიდეც.
ტელეწამყვანი იხსენებს, რომ მაშინვე დაურეკა სტილისტს, სალონში მეგობრების დახმარებით მივიდა, რადგან ამის ძალა არ შესწევდა, თმა შეიჭრა და შეიღება, შემდეგ კი პლასტიკურ ქირურგს გუგა კუზანოვს ესტუმრა და სახეზე ბოტოქსი გაიკეთა. მაია ასათიანი ამბობს, რომ ამისთვის, იცის, მაყურებელი გაკიცხავს, მაგრამ სჯერა, რომ მისი გოგონა უყურებს და მას უნდა, რომ ძლიერი იყოს, ლამაზად გამოიყურებოდეს და ახლობლები არ ანერვიულოს.
რამდენიმე წლის წინ მთელი ქვეყანა დაადუმა მაია ასათიანის ოჯახის ტრაგედიამ. ცნობილმა ჟურნალისტმა ქალიშვილს საფრანგეთის კლინიკაში მიაკითხა, მაგრამ ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ მოახერხეს. ნუცა ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი იყო. მშვენიერი და ყველასათვის საყვარელი ნუცა მაია ასათიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ნუცა 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტის ქალიშვილს მენინგოკოკური ინფექცია დაუდგინეს.
View this post on Instagram
მას შემდეგ, რაც ცნობილმა ტელეწამყვანმა შვილი დაკარგა, რამდენიმე თვე ტელეეკრანებიდან გაქრა, თუმცა შემდეგ დაბრუნდა და ახალი ცხოვრება დაიწყო. მისი თქმით, ტრაგედიის გადატანაში ნუცას ძაღლი, ჰასკი „დუდი“ დაეხმარა.