მომღერალმა ლიზა ყენიამ შეყვარებული გამოაჩინა. მისი ახალი რჩეული გიორგი ბააზოვია. ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი უკვე რამდენიმე თვეა ერთად არის და ურთიერთობაც გაასაჯაროვეს.
ცნობილი მომღერლის მაია ჯაბუას ქალიშვილი უკვე ქართული ბომონდის განუყოფელ ნაწილად იქცა და, შესაბამისად, ყურადღებაც არ აკლია. ნიჭითა და ვოკალით გამორჩეულ ლიზას პოპულარობისთვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. მისი უმთავრესი მიზანი „მაია ჯაბუას ქალიშვილის“ სახელის ჩანაცვლება და საკუთარი თავის დამკვირდება გახდა. ცხადია, ახალგაზრდა მომღერალს ეს გამოუვიდა. ახლა ლიზას ელიზაბეთ ფრისკის ფსევდონიმითაც იხსენიებენ.
View this post on Instagram
არასტანდარტული გარეგნობით გამორჩეული ლიზა ყენია თანატოლებში საკმაოდ პოპულარულია. მისი ჩაცმულობა, ტატუები და ფოტოსესიები ყოველთვის ტრენდულია და გოგონას ბევრი მიმდევარი ჰყავს. მომღერალი სითამამით გამოირჩევა, საოცარი გარდასახვებითა და იმიჯის შეცვლით არტისტი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.
აღსანიშნავია, რომ ლიზას თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. „ინსტაგრამზე“ თანატოლები ლიზას ხშირად ეკითხებიან რჩევას. ცოტა ხნის წინ „სთორიში“ ლიზას ჰკითხეს, როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომელიც შეიძლება შეუყვარდეს. მომღერალმა გაამხილა, რომ პირველ რიგში ის მისი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი უნდა იყოს.
რამდენიმე ხნის წინ მან ურთიერთობა თბილისელ უსიმპათიურეს ბიჭთან დაიწყო. მის პირად ურთიერთობებს ლიზას თაყვანისმცემლები აქტიურად განიხილავდნენ. მომღერლის გრაფიკისა და სკანდალების გამო ისინი ერთმანეთთან დიდხანს არ დარჩნენ. მასთან დაშორებამდე ლიზამ რამდენიმე ტატუ გაიკეთა.