პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ლარის გადარჩენის გეგმა წარმოადგინა

© photo: Sputnikმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ხაზარაძის შეთავაზებაა ფიზიკური და იურიდიული პირების სესხების რესტრუქტურიზაცია და ლარის კურსისთვის „დერეფნის განსაზღვრა“.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყნისა და ლარის „შველა“ გადაწყვიტა და შესაბამისი გეგმა შეიმუშავა

ვალუტის გაცვლის პუნქტი - Sputnik საქართველო
პანდემია და არჩევნები საქართველოში: რა ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით

საქართველოში ამ ეტაპზე დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსი ეცემა, რაც მოსახლეობის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. ეროვნულ ბანკში ლარის ამ მდგომარეობას ეკონომიკური კრიზისითა და არჩევნების გამო ბაზარზე ნეგატიური მოლოდინებით ხსნიან.

პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოიფიქრა, თუ როგორ დაეხმაროს მოსახლეობას, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული და ლარის მერყევი კურსის გამო ზარალდება.

„წლის დასაწყისში ფიზიკურ პირებს 3,8 მლრდ დოლარის მოცულობის კრედიტი ჰქონდათ, დღეს კი მერყევი კურსის გამო 600 მილიონი დაკარგეს – ეს კოლოსალური თანხაა. ეს ის თანხაა, რომლის გამოყენებაც ადამიანებმა საკუთარი შვილებისა და ოჯახებისთვის ვერ მოახერხეს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

Fitch: საქართველოს ეკონომიკა იმაზე ნაკლებად დაეცემა, ვიდრე ამას ხელისუფლება ვარაუდობს>>>

გამოსავალის სახით ხაზარაძის შეთავაზებაა ფიზიკური და იურიდიული პირების სესხების რესტრუქტურიზაცია.

„ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ჩვენ ეს ტვირთი უნდა მოვხსნათ“, – აღნიშნა მან.

გარდა ამისა, პარტიის ლიდერმა ლარის „შველის“ საკუთარი სქემა წარმოადგინა.

„ლელო” ლარის „დერეფნის განსაზღვრის“ მექანიზმის შემოღებას გთავაზობთ. ჩვენ შეგვიძლია გავაჩეროთ და დავასტაბილუროთ ლარი და ამის გაკეთება უახლოეს მომავალშია შესაძლებელი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

თუმცა, ხაზარაძეს არ განუმარტავს, თუ როგორ იმოქმედებს დერეფნის განსაზღვრის პრინციპი.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ლარის კურსი არჩევნების შემდეგ დასტაბილურდება. რაც შეეხება ფასებს, ინფლაციის დონე უკვე კლებისკენაა და მომავალ წელს მიზნობრივ მაჩვენებელს – 3%-ს მიაღწევს, შემდეგ კი ამ ნიშნულსაც ჩამოსცდება.

ყველა ახალი ამბავი
0