წლების შემდეგ სომხურ-აზერბაიჯანულმა კონფლიქტმა ისევ იფეთქა. სამხედრო მოქმედებების ზონიდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ესკალაციის დაწყებაში და აცხადებენ, რომ თავად მხოლოდ სამხედრო პროვოკაციაზე პასუხობენ. ამ ფონზე აზერბაიჯანში ორშაბათს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა რესპუბლიკის რიგ ქალაქებსა და რეგიონებში. სომხეთში სრული მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა წინა დღეს გამოცხადდა.
კონფლიქტის ესკალაციაზე ერევანი და ბაქო ერთმანეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე „საჰაერო და სარაკეტო შეტევები განახორციელა“, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.