ქართული პოლიცია არჩევნებისთვის ემზადება

გამოწერა
ონლაინ–კურსი შსს-ს აკადემიის ელექტრონული სწავლების პლატფორმის მეშვეობით ხორციელდება და მასში მონაწილეობას 4000-ზე მეტი თანამშრომელი მიიღებს.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ონლაინ–სწავლებას გადიან, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ევროპული საქართველოს საარჩევნო ბილბორდი - Sputnik საქართველო
ინციდენტი სადახლოში: მომხდარ ფაქტს პოლიცია იძიებს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. იმისთვის, რომ იგი მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, შსს-ს აკადემიაში უწყების სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა საპოლიციო ქვედანაყოფების თანამშრომლებისთვის სწავლება დაიწყო.

ონლაინ–კურსი აკადემიის ელექტრონული სწავლების პლატფორმის მეშვეობით ხორციელდება და მასში მონაწილეობას 4000-ზე მეტი თანამშრომელი მიიღებს.

ტრენინგის მიზანია სამართალდამცველების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება, რათა პოლიციელებმა უზრუნველყონ საარჩევნო პროცესში მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულება, საფრთხეებისა და რისკების დროული გამოვლენა, მათი შეფასება, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და სამართალდარღვევაზე სწორი რეაგირება.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, რეგიონებში პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი. ტრენინგის მონაწილეებს ასევე მიაწვდიან ინფორმაციას ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0