„კითხვა შემიძლია ყველგან“ – საქართველოში ახალი პროექტი დაიწყო

© photo: Giorgi Kekelidze / FBგიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის პირობებში გიორგი კეკელიძე წიგნის მოყვარულებს მორიგ სახალისო კონკურსს სთავაზობს.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გამომცემლობა Palitra L-თან ერთად სახალისო კონკურსი დაიწყო.

კეკელიძე ხშირად აწყობს საინტერესო კონკურსებს, ამჯერად მან საკუთარ Facebook-გვერდზე კონკურსის „კითხვა შემიძლია ყველგან“ დაწყება დააანონსა, რომელსაც შეუერთდა საგამომცემლო სახლი Palitra L. 

იაკობ გოგებაშვილი - Sputnik საქართველო
წლის საუკეთესო ავტორი და ილუსტრატორი – საქართველოში კონკურსი გამოცხადდა

კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ ადგილზე – საყვარელ, მყუდრო ან, თუნდაც, უცნაურ ადგილზე გადაღებული ფოტოსურათი Facebook-გვერდზე გამოაქვეყნოს ჰეშთეგით #კითხვაშემიძლიაყველგან.

„რამდენადაც კითხვა სტრესს ამცირებს, გვაქცევს უფრო გულისხმიერ და საუკეთესო თანამოსაუბრედ, აუმჯობესებს ჩვენს მეხსიერებას და აზროვნებას, ჩვენ გვინდა მაქსიმალურად წავახალისოთ ეს პროცესი“, – განაცხადა Palitra L-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მარიამ აბდუშელიშვილმა.

სასურველია, რომ ფოტოზე ჩანდეს მთავარი გმირი, რომელიც კითხულობს. გამომცემლობა ორ საუკეთესო ფოტოსურათს შეარჩევს, რომელთაც მის გვერდზე გამოაქვეყნებს, ავტორები კი საჩუქრებს მიიღებენ.

გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი, პრემია „საბას“, „ოქროს ფრთის“ ლაურეატი, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელია, რომელიც აქტიურად ეწევა კითხვის პოპულარიზაციას. იგი 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორია.

ყველა ახალი ამბავი
0