სროლა კლუბ „ბასიანში“: ბოროტმოქმედს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ჩაჩხიანმა, რომელიც ღამის კლუბში შეიჭრა და რამდენიმე ადამიანის მისამართით ცეცხლი გახსნა, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ღამის კლუბ „ბასიანში“ რამდენიმე ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის ბიძინა ჩაჩხიანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმის მასალების თანახმად, 2020 წლის 12 იანვარს, ღამის საათებში სანადირო თოფით შეიარაღებული მამაკაცი არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესებს და შეიჭრა ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე. ის ხმამაღლა, გინებით ითხოვდა კარის გახსნას, რის გამოც სანადირო თოფიდან მოახდინა დაახლოებით 15-მდე გასროლა. შედეგად ცეცხლნასროლი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიიღო მომუშავე პერსონალმა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
წნორში მამაკაცმა დეიდა მოკლა: ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი

ინციდენტის შედეგად დაშავდა ერთი ქალი და ორი მამაკაცი. ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე საკუთარ სახლთან დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, 23 ვაზნა და ექვსი დანა.

ბიძინა ჩაჩხიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება დაკავებულს თავდაპირველად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას ედავებოდა, მოგვიანებით მას დაუზუსტდა ბრალდება და ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის.

საქალაქო სასამართლოს ცნობით, საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

ყველა ახალი ამბავი
0