ნათია ფანჯიკიძე: სიყვარული ზოგჯერ თავის თავში განადგურებასაც მოიცავს
„სექსუალური მოტივაცია ძალიან ბევრ რამეს მოიცავს ერთად. ეს არ არის მხოლოდ ბიოლოგიური მოტივაცია, რომელიც გამრავლებისა და გადარჩენისკენაა მისწრაფული. ეს არ გახლავთ მხოლოდ კავშირი და მიჯაჭვულობა, ყველაფერი ეს თითქოს ერთადაა. საბოლოო ჯამში, სექსუალური ენერგია, რომელიც სიყვარულს პირდაპირი გზით განასახიერებს, ძალიან ბევრი რამის მამოტივირებელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში.“- ამბობს ნათია ფანჯიკიძე სატელევიზიო გადაცემაში.
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ამბობს: „სიყვარული ესთეტიკური კრიტერიუმების ჩამოყალიბების მოტივაციასაც იძლევა. ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ სიყვარული მოიპოვოს, ყოველთვის ცდილობს ფორმაში იყოს, რომ გალამაზდეს და უკეთ, დამაჯერებლად გამოიყურებოდეს. პირდაპირი გაგებით, სიყვარულს დიდი ძალა აქვს იმისთვის, რომ ადამიანი წინ ატაროს.“