მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა: მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ

© REUTERS / Reuters Staffსომხეთის შეიარაღებული ძალების ფეხოსანთა ქვედანაყოფი ყარაბაღის ტერიტორიაზე
სომხეთის შეიარაღებული ძალების ფეხოსანთა ქვედანაყოფი ყარაბაღის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
საბრძოლო მოქმედებები კვირას დილით დაიწყო, ბაქო და ერევანი ერთმანეთს აგრესიაში ადანაშაულებენ და მოწინააღმდეგე მხარის დანაკარგებზე საუბრობენ

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრის დილას სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აგრესიაში ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ცეცხლი გახსნა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებმაც განახორციელეს სროლა ტერტერის, აღდამის, ფუზულის და ჯაბრაილის რაიონებში მდებარე სოფლების მიმართულებით. უწყების მონაცემებით, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან მოკლულები და დაჭრილები. აზერბაიჯანის ძალები საპასუხო ზომებს იღებენ, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

მზადება საარტილერიო ცეცხლისთვის - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები განახლდა: ვრცელდება ვიდეო- და ფოტოფაქტები

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღის მიმართულებით შეტევა დაიწყო, იუწყება Sputnik-სომხეთი.

„თავდაცვის არმია წარმატებულ წინააღმდეგობას უწევს შეტევას. სიტუაცია ოპერატიულად ვითარდება, ინფორმაცია საჭიროებისამებრ შეჯამდება და გამოქვეყნდება“, - დაწერა მან Facebook-ზე.

მხარეები მოწინააღმდეგის დანაკარგებზე საუბრობენ. ასე, სომხეთში ჩამოგდებულ ვერტმფრენებსა და აფეთქებულ ტანკებზე საუბრობენ, ხოლო აზერბაიჯანში - განადგურებულ საზენიტო კომპლექსებზე.

აზერბაიჯანი–სომხეთის საზღვართან ვითარება 12 ივლისს მკვეთრად გაუარესდა. სროლები მიმდინარეობდა აზერბაიჯანის მხარეს თოვუზის რაიონში, ხოლო სომხეთის მხარეს – ტავუშის ოლქში. ეს ტერიტორია საკმაოდ ახლოსაა საქართველოს საზღვართან და ასობით კილომეტრითაა დაშორებული არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, სადაც მაშინ მშვიდი ვითარება იყო.

ყველა ახალი ამბავი
0