თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში უბედური შემთხვევა მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარმა ხარმა მოკლა.
ტელეარხ Formula-ს მონაცემებით, ახალგაზრდას ხარი საძოვარზე ჰყავდა გაყვანილი. გარკვეული დროის შემდეგ მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.