თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტომდე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 6 678 ადამიანი გახდა, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
უწყების მონაცემებით, ოჯახური ტირანებისგან ყველაზე ხშირად ქალები ზარალდებიან. აღნიშნულ პერიოდში სულ 5 528 ქალი დაზარალდა.
დაზარალებულებს შორის 16 წლამდე ასაკის 300 ბავშვია. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობისგან გოგონები ბიჭებთან შედარებით უფრო ხშირად ზარალდებიან.
რაც შეეხება ოჯახურ ტირანებს, იანვრიდან აგვისტომდე 6 385 ბოროტმოქმედი გამოავლინეს. მათი უმრავლესობა მამაკაცია, თუმცა არიან ქალებიც. ოჯახურ ძალადობაში 1 096 ქალია მხილებული.
ამასთან, თუ ტირანი-მამაკაცის ასაკი ძირითადად 25-44 წელია, ქალებს შორის ის 45 წლიდან იწყება. მსხვერპლებს შორის ყველაფერი პირიქითაა: ქალები ოჯახური ძალადობის მსხვერპლები ყველაზე ხშირად 25-44 ასაკში ხდებიან, მამაკაცები - 45 წელს ზემოდ.
იმავე სტატისტიკით, აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად მოკლულია 11 ადამიანი, დაჭრილია - 16.