ანდრო დგებუაძე: როცა ადამიანი თავის მიზანს მიაღწევს, ხვდება, რომ ამის მიღმა არის ის, რაც ხარ
„მე მახსოვს როცა მენეჯმენტს ვსწავლობდი მაშინ მოტივაციის მთელი იერარქია აგვიხსნეს. არის ასეთი კაცი, გვარად მასლო, რომელმაც ადამიანის მოტივაციის სქემა გემრიელად დაალაგა. მისი სქემის ძირში ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნებია, შემდეგ გადარჩენის მოთხოვნა, შემდეგ არის სიყვარულის მოთხოვნა, რომ ადამიანს ვიღაც უყვარდეს. ამის შედეგ მიზნის მიღწევის მოთხოვნილება. თავისი პირამიდის მწვერვალში მან დააყენა ასეთი, ცოტა ბურუსით მოცული თემა, როგორიცაა, მოტივაცია.“- ამბობს ანდრო დგებუაძე სატელევიზიო გამოსვლაში.
ფილოსოფოსი ანდრო დგებუაძე ამბობს: „მე მახსოვს, როცა თვითმოტივაციაზე დავფიქრდი, მეგონა, რომ აქ რაღაც აფერისტობას ჰქონდა ადგილი. თითქოსდა, ადამიანი მოტივრებული რომ გყავდეს, ამისთვის რაღაც უნდა გაიღო“.