„სწავლა მინდა!“ – ქართველმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს

© Sputnik / Alex Shlamovსტუდენტების პროტესტი
სტუდენტების პროტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დისტანციური სწავლების ხარისხს როგორც მოსწავლეები, ისე მათი მშობლები ჯერ კიდევ გაზაფხულზე უჩიოდნენ. ახალი სასწავლოს წლის დაწყებასთან ერთად საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. განათლების სამიბნისტროს შენობის წინ სტუდენტებმა საპროტესტო აქცია „სწავლა მინდა!“ გამართეს, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო რვა ქალაქის – თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები იძულებული არიან, ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად ისწავლონ. სხვა ქალაქებსა და სოფლებში სასწავლო დაწესებულებები გაიხსნა.

© Sputnik / Alex Shlamovსტუდენტების აქცია განათლების სამინისტროსთან
„სწავლა მინდა!“ – ქართველმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს - Sputnik საქართველო
სტუდენტების აქცია განათლების სამინისტროსთან

საპროტესტო აქციაში რამდენიმე ათეული სტუდენტი მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გააპროტესტეს. მათ ხელში ეკავათ პლაკატები წარწერებით „მოგვეცით სწავლის უფლება", „ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება", „სწავლა ჩვენი უფლებაა" და სხვ.

© Sputnik / Alex Shlamovსტუდენტების აქცია განათლების სამინისტროსთან
„სწავლა მინდა!“ – ქართველმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს - Sputnik საქართველო
სტუდენტების აქცია განათლების სამინისტროსთან

გასულ დღე–ღამეში საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.. ეს პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებული მონაცემებით, ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 4 664 შემთხვევა, აქედან ამჟამად აქტიურია 2 903.

ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკები დატოვა 54–მა ადამიანმა, სულ გამოჯანმრთელდა 1 759 პაციენტი, გარდაცვლილთა რიცხვს დაემატა კიდევ ერთი და გახდა 27.

ყველა ახალი ამბავი
0