კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება. კახა კალაძე საზოგადოებამ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობამდე სპორტით გაიცნო. ანუკის სოციალური ქსელის მიმდევრების დაინტრიგება არ უყვარს.
მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდის მანძილზე ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა. მან კახა კალაძესთან ერთად ერთ-ერთი მოგზაურობა გაიხსენა. წყვილი გაცნობიდან ერთ წელიწადში ლომბარდიის ძვირადღირებულ რეგიონს ეწვია. 2009 წელი კომოს ტბა და დაუვიწყარი მოგონებები - ანუკი და კახა რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურებოდნენ.
რამდენიმე თვის წინ თბილისის მერს კახა კალაძეს და ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს ქორწინების 12 წლის იუბილე ჰქონდათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა Instagram-ის „ფოლოვერებს“ რომანტიკული ფოტოთი ამცნო. შარშან ამ დროს წყვილმა ქორწინება ეკლესიურადაც დააკანონა და გრემში ჯვარი დაიწერა. პანდემიის დროს ანუკი არეშიძე ძველ დროს იხსენებს და მოგზაურობის ფოტოებს აქვეყნებს. „11 წლის წინ, რა ლამაზი დრო იყო. 2009 წელი, კომო“, - აღნიშნა ანუკიმ.
გადატვირთული გრაფიკი კორონავირუსის გავრცელების გამო სახლში, ოჯახთან ერთად ყოფნამ ჩაანაცვლა. ამიტომ სელებრითები სოციალურ ქსელში საკუთარი ფეშენებელური სახლებიდან სახალისო ფოტო-ვიდეოებს აქვეყნებენ ან სასარგებლო რჩევებს იძლევიან. ისინი კულინარიულ ნიჭსა და სხვადასხვა ხრიკებს ასაჯაროებენ. დიზაინერი დიდ დროს ვაჟებს უთმობს და პარალელურად სამზარეულოში ფუსფუსსაც ასწრებს.
წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიბადა, კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.