Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რეჟისორ რეზო გიგინეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Evgenia Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიცნობილი ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი
ცნობილი ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ იფიქრებდა, რომ ფესტივალი, სადაც კინემატოგრაფისტებმა  კოვიდ-იზოლაციის შემდეგ სული მოითქვეს, ინფიცირების წყარო გახდებოდა

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი სოჭში კინოფესტივალ „კინოტავრზე“ კორონავირუსით დაინფიცირდა, იუწყება რუსული მედია.

შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
შორენა ბეგაშვილი საავადმყოფოში მოხვდა – სექს-სიმბოლოს ვიდეო კლინიკიდან

თავად გიგინეიშვილს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მედიის ინფორმაციით, კორონავირუსისგან მკურნალობს ასევე ფესტივალის ჟიურის წევრი, რეჟისორი ნიგინა საიფულაევა. გიგინეიშვილმა და საიფულაევამ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნეს, ჩაიტარეს PCR-ტესტები, შედეგები კი დადებითი აღმოჩნდა.

აღნიშნულია, რომ ტესტირება კორონავირუსზე გაიარეს „კინოტავრის“ სხვა სტუმრებმაც. ამიტომ ინფიცირებულთა რაოდენობა კინოჩვენებაზე შეიძლება გაიზარდოს.

მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით კორონავირუსი სოჭში „ჩაიტანა“ რეჟისორმა ალექსანდრ მოლოჩნიკოვმა. ღონიძიების წინ მან თავი შეუძლოდ იგრძნო, გაიკეთა ტესტი, მაგრამ შედეგი უარყოფითი იყო. ამიტომაც რეჟისორმა გადაწყვიტა წარეფგინა თავისი ფილმი პრემიერაზე. ამის შემდეგ მოლოჩნიკოვი კინოფესტივალის სხვა ღონისძიებებსაც ესტუმრა.

მოსკოვში დაბრუნებისას მოლოჩნიკოვმა განმეორებითი ტესტი გაიკეთა, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. მან კოლეგები გააფრთხილა და მათ ბოდიშიც მოუხადა.

ყველა ახალი ამბავი
0