Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ადვილი ჩანს, მაგრამ ჩემთვის არა“ – თოშა ქებურიას მეუღლის მდიდრული ჰობი – ვიდეო

© Facebook / Lika Shengeliaქეთი ჟღენტი
ქეთი ჟღენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილიონერ თოშა ქებურიას მეუღლემ, ცნობილმა მოდელმა ქეთი ჟღენტმა Instagram-ის „სთორიში“ ვიდეო გამოაქვეყნა.

მოდელ ქეთი ჟღენტს ახალი ჰობი აქვს. მილიონერის ცოლი აპირეს ცხენოსნობას დაეუფლოს, თუმცა, როგორც „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ადვილი ჩანს, მას საკმაოდ უძნელდება.

მი­ლი­ო­ნერ თოშა ქე­ბუ­რი­ა­სა და მო­დელ ქეთი ჟღენ­ტს ორი შვილი ჰყავთ. წყვი­ლს მე­ო­რე შვი­ლი სექტემბერში შეეძინა. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა მას ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. თო­შას და ქე­თის ქა­ლიშ­ვი­ლი წინა წელს შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც კა­ტე­რი­ნა და­არ­ქვეს. გო­გო­ნა დე­დის ას­ლია.

View this post on Instagram

Happy birthday to my love🤩❤️

A post shared by Katie Jgennti-Keburia (@katiejgennti) on

ქეთი ჟღენტს აქ­ტი­უ­რი ორ­სუ­ლო­ბა ჰქონ­და და ის ზა­ფხულ­ში საფ­რან­გეთ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და. ქე­ბუ­რი­ამ უმ­შვე­ნი­ე­რეს მო­დელს ხელი ორი წლის წინ კან­ის სა­ნა­პი­რო­ზე სთხო­ვა და ისინი მალე და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც.

View this post on Instagram

🍩🧁

A post shared by Katie Jgennti-Keburia (@katiejgennti) on

წყვილმა ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს, ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დამზადებაზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და. ცოტა ხნის წინ ქეთიმ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ფოტო, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მეუღლემ მას უზარმაზარი თაიგული აჩუქა.

ყველა ახალი ამბავი
0