აზერბაიჯანის ახალმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

© photo: David Zalkaliani / FBაზერბაიჯანის ახალმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა
აზერბაიჯანის ახალმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია კორონავირუსის გამო უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ჩატარდა - ელჩიც და მინისტრიც პირბადეებით იყვნენ

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. აზერბაიჯანის ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

საქართველოს და დიდი ბრიტანეთის დროშები - Sputnik საქართველო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ მინისტრმა აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფაიგ მაგბეტოღლუ გულიევის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნის ბრძანებას 17 აგვისტოს მოაწერა ხელი. გულიევმა პოსტზე დურსუნ ჰასანოვი შეცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0