Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დავრეკე ქმრის ძმაკაცებთან და ნახეთ ვინ რა მიპასუხა“ – თამუნა მუსერიძე ვიდეოს აქვეყნებს

© FB/ Tamuna Museridzeთამუნა მუსერიძე
თამუნა მუსერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანდრო მიკუჩაძისა და თამუნა მუსერიძის წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნახეთ რა ექსპერიმენტი ჩაატარა ცნობილმა ტელეწამყვანმა.

ცნობილმა ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ექსპერიმენტის შედეგებია ნაჩვენები. ჟურნალისტმა გადაწყვიტა, მეუღლის ძმაკაცებისთვის სათითაოდ ჩამოერეკა და გაერკვია, რამდენად მოიტყუებდნენ, რომ მისი ქმარი მათთან იყო. შედეგით ის ძალიან კმაყოფილი დარჩა.

წყვილის სიყვარულის შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი. რამდენიმე თვე დაშორებულებიც იყვნენ. ერთმანეთი გადაღებაზე გაიცნეს და რომანიც მალე გაჩაღდა. „როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო“, – ამბობდა თამუნა ერთ-ერთ ინტერვიუში.

თამუნა დაქორწინებული ორჯერ იყო და ერთი შვილი – ალექსანდრე მაკალათია ჰყავს. ქორწინებაში სანდროც იყო. მას პირველი ქორწინებიდან ელენე ჰყავს. წყვილს საერთო შვილი მარიამიც ჰყავს. წყვილი მეორე საერთო შვილს ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0